სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება

16:23, 16.03.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე „ფეისბუქში“.

💉 საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს.

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 16 მარტი, 2021

მსგავსი