სალომე ზურაბიშვილი 17-21 თებერვალს საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა

12:12, 07.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. პრეზიდენტს საფრანგეთში სამუშაო, ხოლო გერმანიაში ოფიციალური ვიზიტი ექნება.

მთავრობის განკარგულება პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.

შეხვედრები პარიზში 17-19 თებერვალს, ბერლინში კი, 19-21 თებერვალს გაიმართება.

ვიზიტების დეტალური დღის წესრიგი ჯერ უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ოფიციალური შეხვედრების გარდა, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ორივე ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

მსგავსი