სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიაში გაემგზავრება
სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიაში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.