სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, ვინ ახდენდა თვალთვალსა და ფარულ ჩაწერას წინა ხელისუფლების დროს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არ იცის, ვინ ახდენდა თვალთვალსა და ფარულ ჩაწერას წინა ხელისუფლების დროს.
სამადაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი მხოლოდ პროპაგანდის დონეზე მიმდინარეობს და არ ხდება გამოძიება.
„სამართლებრივი რეაგირება, რაც ამაზე უნდა ყოფილიყო, არ მომხდარა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სალომე სამადაშვილის თქმით, ყველა კონკრეტულ დანაშაულს ჰყავს კონკრეტული ავტორი.
„დამოუკიდებელმა გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინ არის ავტორი ამ დანაშაულის და დასაჯოს. ჩვენს ქვეყანაში პრობლემა ის არის, რომ ყველა ეს დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა სავარაუდოდ სწორედ დიახ, წინა ხელისუფლების დროს, არავის გამოუძიებია სათანადოდ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.