სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო სიის ჩახსნის წესი უნდა შეიცვალოს
სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო სიის ჩახსნის წესი უნდა შეიცვალოს

ოპოზიციონერ დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო სიის ჩახსნის არსებული წესი უნდა შეიცვალოს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამადაშვილმა განუცხადა, საარჩევნო სიის ჩახსნისას გათვალისწინებული უნდა იყოს სიის წევრების ინდივიდვალური პოზიცია.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საარჩევნო სიების ჩახსნის წესი არასწორია, რადგან საარჩევნო სიების ჩახსნა არ მოითხოვს თანხმობას იმ ადამიანის, ვინც საარჩევნო სიაშია შესული, რაც ლოგიკური არ არის, რადგან თუ ადამიანის სიაში ჩაწერა მისგან თანხმობას მოითხოვს, მაშინ სიის ჩახსნისას ინდივიდვალური თანხმობის ფაქტორიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ინდივიდვალური წევრების თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს სიის ჩახსნა”, – აცხადებს სამადაშვილი.

კითხვაზე, საარჩევნი სიების ჩახსნა იყო თუ არა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური შეცდომა, სამადაშვილი პასუხობს, რომ წარსულზე საუბარს აზრი ნაკლებად აქვს, რადგან ის ვითარებაა, რაც უკვე შექმნილია.

“პარლამენტში ოპოზიციის გაძლიერება მნიშვნელოვანია. თუ იქნება შესაძლებელი სიების აღდგენა და ამ მიზნით კანონმდებლობის ცვლილება საჭირო, ამას მხარს დავუჭერ“, – დასძინა სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.