სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიებმა დააფიქსირონ, შექმნიან თუ არა კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“
სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიებმა დააფიქსირონ, შექმნიან თუ არა კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, შექმნიან თუ არა კოალიციას ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან, რათა ამომრჩეველმა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.

​როგორც საქართველოს პირველ არხს სამადაშვილმა განუცხადა, პოლიტიკური პარტია, რომელიც აპირებს, ბიძინა ივანიშვილის პარტიას კოალიცია შეუქმნას, მზად არის, ქვეყანაში ოლიგარიული მმართველობა დატოვოს.

„არაფერი გვიცავს იმისგან, რომ ვიღაცამ მსგავსი განაცხადი გააკეთოს, მაგრამ არჩევნების შემდეგ სხვანაირად მოიქცეს. ანუ, ამის დაცვის მექანიზმი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ მიზეზით ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.