სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნებზე რუსეთის ინტერესები მაღალია და პარტნიორები ხედავენ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას საქართველო
სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნებზე რუსეთის ინტერესები მაღალია და პარტნიორები ხედავენ, რამხელა საფრთხის წინაშე დგას საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას საქართველო.

დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთის ინტერესები ძალიან მაღალია.

„რუსეთის მცდელობაა, რომ არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს. ამ თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი პრობლემა და გამოწვევა „პატრიოტთა ალიანსი“ არ არის, ეს პარტია „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიაა. ჩვენი დასავლური მომავლის დასაცავად მთავარი გამოწვევა არის სწორედ „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოშორება“, – განაცხადა სამადაშვილმა.