სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნები ნათელია, საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტიკური დევნის საკითხი
სალომე სამადაშვილი - ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნები ნათელია, საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტიკური დევნის საკითხი

ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნები ნათელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საუბარია პრინციპზე, რომ საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს.

„არ შეიძლება, აქ საუბარი იყოს რამე ტექნიკურ შეთანხმებაზე, შემდეგ პარლამენტში რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და რამდენი პროპორციული სიით. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როდესაც მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარი არის ორ მოთხოვნაზე – ერთი საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორე, პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საკითხი, პოლიტპატიმრების საკითხი“, – განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.