სალომე სამადაშვილი – ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე ევროკავშირში აქტიური მსჯელობა დაიწყება

14:50, 25.08.2025

სექტემბერში ევროკავშირში გააქტიურდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი ფიქრობს, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე ევროკავშირში აქტიური მსჯელობა დაიწყება.

„სამწუხარო რეალობაა, რომ სექტემბერში ევროკავშირში დღის წესრიგში გააქტიურდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. დაწესებული იყო რვა პირობა იმისთვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს. დღემდე არცერთი პირობა შესრულებული არ არის. ამაზე მსჯელობას რაღაც პერიოდი დასჭირდება, მაგრამ ველოდები, რომ სექტემბრის ბოლოდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა დაიწყება. ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე, მაგალითად, პოლონეთი და, შესაძლოა, სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმებენ უვიზოდ შეზღუდული დროით მუშაობის უფლებას. მაგალითად, ეს საკითხი უკვე დადგა დღის წესრიგში, შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი დაიწყო პოლონეთში. სამწუხაროდ, არაფერი კარგი ჩვენ არ გველოდება. ეს არის სწორედ ის შედეგი, რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იღებს, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ყველა დავალებას ასრულებს, ცდილობს, დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი