სალომე სამადაშვილი - ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს
სალომე სამადაშვილი - ვაზაგაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი შესაძლებლობები სტრასბურგის სასამართლოში დაიცვას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი ხელისუფლებისთვის გზავნილი უნდა იყოს, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი შესაძლებლობები სტრასბურგის სასამართლოში დაიცვას. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს, მათშორის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ მოქალაქეებზე იძალადა და პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ საქმეზე დღემდე არ იღებს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.