სალომე სამადაშვილი - უკეთესი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების თაობაზე საკუთარ გზავნილებს გადახედავს
სალომე სამადაშვილი - უკეთესი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების თაობაზე საკუთარ გზავნილებს გადახედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ყარაბაღის კონფლიქტის ნაცვლად ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდეს და ამ მიმართულებით საკუთარ გზავნილებს გადახედოს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი განცხადებებით, ქვეყნისთვის როგორც ზიანის, ასევე სარგებლის მოტანა შეუძლია.

„სალომე ზურაბიშვილს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები არაერთხელ დაუზიანებია სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ასე, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკეთესი იქნება თუ საკუთარ გზავნილებს საკუთარი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების თაობაზე გადახედავს. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით მას ჩვენი სახელმწიფოსთვის ბევრი ზიანის მოყენებაც შეუძლია და ალბათ თეორიულად რაღაც სასარგებლოც შეუძლიათ გააკეთოს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა:„ ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია ჩვენთვის, როცა მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთი და იგივე ტიპის კონფლიქტები, რაღაც სიმეტრიას ეძებენ“.