სალომე სამადაშვილი - სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უნდა მიეცეს
სალომე სამადაშვილი - სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას უნდა მიეცეს

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად უნდა მიეცეს რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას.

მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს იმის დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მოქალაქეს მიიღებს და რომელ მოქალაქეს არ მიიღებს.

ამასთან, როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ამის დარეგულირების შესაძლებლობა აქვს.

„ხელისუფლებას აქვს იმის დისკრეცია, თავად გადაწყვიტოს, რომელ მოქალაქეს მიიღებს და რომელ მოქალაქეს – არა. სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ვიზა გამარტივებულად უნდა მიეცეს რუსეთის მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას. მაგალითად, ეთნიკურად ქართველებს, რომელთაც დღეს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ ან ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანებს. ხელისუფლებას ამის დარეგულირების შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.