სალომე სამადაშვილი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ რაიმე დადებით ნაბიჯებს გადადგამს, ამას ნამდვილად მხარს დაუჭერენ
სალომე სამადაშვილი - საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ რაიმე დადებით ნაბიჯებს გადადგამს, ამას ნამდვილად მხარს დაუჭერენ

ე.წ. სასამართლო მეოთხე ტალღა რეფორმების, არის თვალში ნაცრის შეყრა, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ძალიან მალე საქართველოს სასამართლო სისტემა აჩვენებს და დაამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი არ გააჩნია და ძალიან გაიზრდება შეშფოთება, რომელიც არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის თემაზე, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში.

„ეს მეოთხე ტალღა ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნება ნაბიჯი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რომელიც დღეს მთლიანად არის ერთი კლანის მმართველობის ქვეშ. რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ვნახე რეკომენდაციებიც, რომელიც არის გაკეთებული ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ ერთობლივად უნდა წავიკითხოთ ეს გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. დიახ, თუ რაიმე დადებით ნაბიჯს გადადგამს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ამას ნამდვილად მხარს დაუჭერენ, მაგრამ ყველა განცხადების ფონზე, რაც არის გაკეთებული სასამართლო სისტემის თაობაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ეს რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და შეშფოთება ამ საკითხზე, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობაში რჩება ძალიან მაღალი ხარისხზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.