სალომე სამადაშვილი - სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, თავიდან უნდა ავიცილოთ სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს
სალომე სამადაშვილი - სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ, თავიდან უნდა ავიცილოთ სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს

სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღეს უმძიმეს ვითარებაში იმყოფება.

„უმძიმესი ვითარება გვაქვს. ყველა დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, მისი მდგომარეობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდება, თუ სამკურნალოდ მისი გადაყვანა არ მოხდა. ასევე, ხედავთ, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს მისი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ციხეში მოწამლეს. დღეს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება, დადგეს. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. არ ვფიქრობ, რომ აქ ცრუ პროპაგანდით შეიძლება, „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს. რაც უფრი სწრაფად მიიღებს ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადარჩეს სააკაშვილის სიცოცხლე, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ჩვენი სახელმწიფოსთვისაც“, – განაცხადა სამადაშვილმა.