სალომე სამადაშვილი - სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ
სალომე სამადაშვილი - სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ

სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ, ასეთი იყო ჩვენი პოზიცია, ეს რჩება და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების დღის წესრიგშია, მიიტაცოს ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რაც სახალხო დამცველის სახით დარჩა.

„ყველა კანდიდატს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება. ამის შესაძლებლობას შესაბამისი პროცედურები იძლევა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ხელისუფლების დღის წესრიგშია, მიიტაცოს ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რაც სახალხო დამცველის სახით დარჩა. მათ მიერ შემოთავაზებული არჩევის გეგმა და წესები სწორედ აქეთკენ არის გამიზნული. განცხადება იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებისათვის სანდო არ არიან, ეს უკვე არის ნიშანი, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, სახალხო დამცველის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატების დამტკიცების დაბლოკვა“, – განაცხადა სამადაშვილმა.