სალომე სამადაშვილი - საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება პროვოკაციას ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ 
სალომე სამადაშვილი - საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ საქმე ეხება პროვოკაციას ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ 

საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან, პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა, მარნეულის ინციდენტთან და დეპუტატ აზერ სულეიმანოვთან დაკავშირებით.

სამადაშვილის განცხადებით, დეპუტატ აზერ სულეიმანოვს დაუკავშირდნენ, რომელმაც ვითარება განმარტა.

„აზერ სულეიმანოვს ვესაუბრეთ. მან განმარტა, რომ რაღაც შეხვედრაში მონაწილეობდა, სადაც დაძაბული ვითარების გარჩევა ადგილობრივი სასულიერო პირების მონაწილეობით ხდებოდა.  სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს რაღაც პროვოკაციასთან პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიაზე. უკანასკნელი დღეებია ვიხილეთ, საქმე რა სამართალდამცავ ორგანოებთან გვაქვს. ვის უნდა ვენდოთ, ვის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო პროცესებს? ვინმემ პარლამენტში ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა მოითხოვოს? სახელმწიფო ინსტიტუტები დისკრიდიტებულია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საგამოძიებო მოქმედებებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.