სალომე სამადაშვილი – საფრანგეთის შემდეგ რომ საქართველოა ანბანის მიხედვით, ამას სათანადო აღნიშვნა ხომ უნდა

12:36, 27.11.2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაბარებას ეხმიანება.

ქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში. ევროსაბჭოს თავმჯდომარე ვხდებით -F-ს G მოსდევს ლათინურ ანბანში, ამიტომ France-ს-Georgia. ემზადებიან, აბა საფრანგეთის შემდეგ რომ საქართველოა, ანბანის მიხედვით და მრავალი წლის წინ, სისხლიანი 9 წლის დროს, ქართული ჯიხური რომ დაიდგა აქ საშობაო ბაზრობაზე, ამას სათანადო აღნიშვნა ხომ უნდა“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

მსგავსი