სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, არის ერთსულოვანი და ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, არის ერთსულოვანი და ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას გიორგი რურუას დაპატიმრებაზე.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია“.

სამადაშვილის თქმით, სენატის საგარეო კომიტეტმა და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთეს, სადაც ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, დღეს კი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტმა იგივე მოწოდება გააკეთა.

„ეს ერთ რამეს ხდის ნათელს – საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, არის ერთსულოვანი, მყარი და ხელისუფლება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას რურუას დაპატიმრებაზე. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს, 8 მარტის შეთანხმება შედგეს და ოპოზიციას მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს,“ – დასძინა სამადაშვილმა.