სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო რეაქცია მკაცრდება იმის პროპორციულად, რაც უფრო თვალსაჩინოა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის პროცესში მისი უფლებების დარღვევა
სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო რეაქცია მკაცრდება იმის პროპორციულად, რაც უფრო თვალსაჩინოა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის პროცესში მისი უფლებების დარღვევა

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადება პასუხია იმაზე, თუ როგორ მოიქცა „ქართული ოცნება“ გასული დღეების მანძილზე. ვგულისხმობ ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის გატაცებას რუსთავის ციხიდან და გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ნების წინააღმდეგ გადაყვანას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპიტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაარწმუნა თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებს.

ამნესთი ინთერნეიშენალის“ გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ დროულად არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს „ქართული ოცნება“, მათ შორის სააკაშვილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანით, სულ უფრო გამკაცრდება ეს რეაქციაც. საერთაშორისო რეაქცია მკაცრდება იმის პროპორციულად, რაც უფრო თვალსაჩინოა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის პროცესში მისი უფლებების დარღვევა და რაც უფრო მკვეთრად იკვეთება, რომ ეს არის რეალურად პოლიტიკური შურისძიება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ თვითონვე საკუთარი გადაწყვეტილებებით გამოიწვია ის საერთაშორისო რეაგირება რასაც ვხედავთ. აქედან ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაბრუნდეს პროცესი კანონის ფარგლებში. პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ადეკვატური მკურნალობის და სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა“, – განაცხადა სამადაშვილმა.