სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი
სალომე სამადაშვილი - ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეფასებაა იმ სასამართლო სისტემის, რომელიც მას ასამართლებს. სააკაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, იზიარებს, როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა აუცილებლად ჩათვალა გაეკეთებინა განცხადება ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე და კიდევ ერთხელ დაგმო მოსამართლეების დანიშვნა.

„ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. რაც შეეხება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს მისი ამ სასამართლო პროცესის, რომელიც ძალიან მაგონებს ე.წ. საჩვენებელ გასამართლების პროცესებს, რომელსაც წარმართავდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ეს პროცესი რაც მის გასამართლებას უკავშირდება, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რადგან აჩვენებს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანამ ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა ვერც კანონის უზენაესობის, ვერც დამოუკიდებელი სასამართლოს და ვერც დემოკრატიის გზაზე. მყარად იმკვიდრებს საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში ადგილს, რომლის ადგილიც ნატოში და ევროკავშირში ვერ იქნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.