სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტთან მიმართებაში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" მესიჯები ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული იყო
სალომე სამადაშვილი - პრეზიდენტთან მიმართებაში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" მესიჯები ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული იყო

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარკვეულ საკითხებზე ხშირად პოზიციების თანხვედრაა.

ჟურნალისტებთან საუბარში სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში, “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების მესიჯები ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული იყო.

“უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარკვეულ საკითხებზე ხშირად პოზიციების თანხვედრაა. ვერ გეტყვით, ეს რისი ნიშანია, თუმცა რაც შეეხება პრეზიდენტს, მესიჯები ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული იყო. ზოგადად, ფემიციდთან დაკავშირებით არაადეკვატური პოლიტიკა არსებობს. მმართველი გუნდის ხვედრი და დანაშაულია, რომ ამნისტიის პოლიტიკა არასწორად გამოიყენება”, – განაცხადა სამადაშვილმა.