სალომე სამადაშვილი - ოპოზიციას, რომელსაც გახსნილი აქვს ორი ფრონტი სააკაშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი უნდა დახუროს
სალომე სამადაშვილი - ოპოზიციას, რომელსაც გახსნილი აქვს ორი ფრონტი სააკაშვილის და ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი უნდა დახუროს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას პოლიტიკური ცვლილებები სურს.

მისივე თქმით, ზოგადად ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საკმაოდ დაბალია.

სამადაშვილის განმარტებით, ეს კი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის ანდოს ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, ამ ფონზე დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გდაუწყვეტელი ამომრჩეველი დავარწმუნოთ იმაში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ცვლილების უზრუნველყოფა და გამარჯვების მოპოვება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს – მობილიზაცია მაქსიმალურად, არა მხოლოდ ჩვენი არსებული მხარდამჭერების, არამედ ამ მხარდამჭერების რიგების გაზრდაც. ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი ელექტორალური შედეგის მაქსიმალიზაციისთვის. ეს არის რისთვისაც იბრძვის ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელთაც სურთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველა სხვა პოლიტიკური განაცხადი არის უბრალოდ აბსურდი და არანაირი რაციონალური აზრი არ აქვს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ორი ფრონტიდან, რომელიც სააკაშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ აქვთ გახსნილი, ერთ-ერთი უნდა დახუროს.

„ოპოზიციას, რომელსაც ორი ფრონტი აქვს გახსნილი, ერთი მიხეილ სააკაშვილის და მეორე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მოუწევს არჩევა, ერთ-ერთი ფრონტი უნდა დახუროს და აირჩიოს, რომელია მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ერთი ფრონტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვისაც უნდა ჩვენთან ერთად ბრძოლა, ამ ფრონტზე ვეპატიჟებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.