სალომე სამადაშვილი - ნარატივი, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობენ პროდასავლური დემოკრატიული ძალები, დაიწერა მოსკოვში და შემდეგ წარმატებით აიტაცა ​„ქართულმა ოცნებამ“
სალომე სამადაშვილი - ნარატივი, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობენ პროდასავლური დემოკრატიული ძალები, დაიწერა მოსკოვში და შემდეგ წარმატებით აიტაცა ​„ქართულმა ოცნებამ“

ასეთი ნაბიჯით „ქართული ოცნება“ ოფიციალურად ფორმდება, როგორც გავრილოვის პარტია ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხზე განაცხადა.

„ბატონი გავრილოვი რომ რუსული ნარატივია, ეს ნათელია. ის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობენ პროდასავლური დემოკრატიული ძალები, ეს იყო ნარატივი, რომელიც დაიწერა მოსკოვში და შემდეგ ძალიან წარმატებით აიტაცა ​„ქართულმა ოცნებამ“ და შარშან ნიკა მელიას პირველად მოუხსნა იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ ასეთი ნაბიჯით, ოფიციალურად ფორმდება „ქართული ოცნება“, როგორც გავრილოვის პარტია ჩვენს ქვეყანაში და ქართველი ხალხი ამას ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება ქვეყანაში არსებულ რეალობას მწვავედ გააპროტესტებს.

„იმედი მაქვს, საზოგადოება, როგორც არც ერთხელ არ შეგუებია ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო რეჟიმს და მათთან კოლაბორაციონიზმში მყოფ ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ქარველმა ხალხმა როგორც გავრილოვის პარლამენტში შესვლა გააპროტესტა, უახლოეს მომავალში ასე მწვავედ გააპროტესტებს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში შექმნა „ოცნებამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.