სალომე სამადაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ლევან იზორიას მიმართ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, ელჩის ადგილით ჯილდოვდება
სალომე სამადაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ ლევან იზორიას მიმართ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, ელჩის ადგილით ჯილდოვდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ლევან იზორიას ელჩად წარდგენა იმას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი წევრების დაბინავებაზე ზრუნავს, მათ შორის დიპლომატიური პოსტების დაკომპლექტებისას.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამადაშვილმა განუცხადა, საქართველოსთვის გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გაუგებარია, როგორ შეიძლება, გაფუჭებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანი ელჩად გაიგზავნოს ბერლინში.

„ქართული ოცნება“ საკუთარი გუნდის წევრებს არანაირ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აკისრებს და იმის ნაცვლად, რომ ლევან იზორიას მიმართ საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, ვინაიდან ეჭვები არსებობს  კორუფციასზე და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, ის ელჩის ადგილით ჯილდოვდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი