სალომე სამადაშვილი - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა
სალომე სამადაშვილი - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ვიცით, რომ ამ ცვლილებების თაობაზე სერიოზული პრეტენზიები ევროკავშირსაც ჰქონდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„მოვისმინეთ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს, უმრავლესობა გამოიყენოს ვეტოს დაძლევისთვის, რაც იქნება პრემიერის დღევანდელი გამაოგნებელი გამოსვლის შემდეგ მორიგი ნაბიჯი, რომელმაც ფაქტობრივად, ნათლად თქვა, რომ მისი გუნდის დღის წესრიგში არ შედის არანაირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ეს იქნება იმის კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ გამიზნული საბოტაჟია „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვენი ევროპული არჩევანის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.