სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ასობით ათასი ქართველისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია
სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ასობით ათასი ქართველისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია

მიხეილ სააკაშვილის უფლებაა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას.

როგორც სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი ასობით ათასი ქართველისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერია.

„მიხეილ სააკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერი უამრავი, ასობით ათასი ქართველისთვის და დარწმუნებული ვარ, მისი აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, ამას უსმენს ბევრი ადამიანი ქვეყანაში და მისი უფლებაა, შეფასება გააკეთოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების. პოლიტიკურ პროცესებში იმ ფორმებით ჩაერთვება, რა ფორმებითაც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ საქმიანობაში. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეო მიმართვისას განაცხადა, რომ „ის იქნება წინა ხაზზე“ ოქტომბერში „ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე“.

დატოვე კომენტარი