სალომე სამადაშვილი - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას
სალომე სამადაშვილი - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას

მაჟორიტარმა კანდიდატებმა, რომლებმაც ამ ძალიან უთანასწორო ომში, ყველაფრის მიუხედავად, რეალურად მოუგეს „ქართული ოცნების“კანდიდატებს, თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის საერთო შეთანხმების საგანი და ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი აზრი სწორედ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება ამ საკითხზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, ფაქტობრივად, ყველა მეორე ტურში გასული არიან ჩვენი კანდიდატები, მათ შორის მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ნიკა მელიამ გამარჯვება მოიპოვა პირველივე ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ და თამარ ჟვანიამაც კი ვერ შეძლეს, ჩამოეყვანათ მისი მხარდაჭერა იმ ნიშნულამდე, რომ საკუთარი კანდიდატისთვის გამარჯვება გაეფორმებინათ.

ჩემი აზრით, ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა ელენე ხოშტარიამ ვაკის სამაჟორიტარო ოლქში და მასაც ეს გამარჯვება წაართვეს. ჩემი პირადი აზრია, რომ მაჟორიტარმა კანდიდატებმა, რომლებმაც ამ ძალიან უთანასწორო ომში, ყველაფრის მიუხედავად, რეალურად ბევრმა მათგანმა მოუგო „ქართული ოცნების“კანდიდატებს, თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ვფიქრობ, ეს არის საერთო შეთანხმების საგანი, სადაც გადამწყვეტი აზრი სწორედ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.