სალომე სამადაშვილი - კონსილიუმი არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა
სალომე სამადაშვილი - კონსილიუმი არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონსილიუმი კიარ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა მოიწვიონ უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა ექნებათ.

„მიმაჩნია, რომ ის არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ობიექტური შეფასების უნარი და სანდოობა, ობიექტურმა სამედიცინო ექსპერტიზამ დადოს შესაბამისი დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც და იმაზე, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხოდ შეწყვიტოს შიმშილობა და რა პირობები სჭირდება ამისთვის“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლის მიზანია ვითარების უფრო ესკალაცია.

„რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს ამ საკითხზე, ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლის მიზანია ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია და მეტი დაძაბულობის შემოტანა ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის აბსოლუტურად კონტპროდუქტიული. სწორი ნაბიჯები იქნებოდა პირიქით, ობიექტური, სანდო სამედიცინო ექსპერტიზისთვის ხელის შეწყობა, იმ ხალხის შეშვება საპატიმროში, ვინც შემოვიდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით. ამის ნაცვლად, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ძაბავს ვითარებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.