სალომე სამადაშვილი -  ხვალინდელ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრების დანიშვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას
სალომე სამადაშვილი -  ხვალინდელ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრების დანიშვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას

ხვალინდელ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრების დანიშვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება დადებულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი რეფორმა, მათ შორის დანიშვნის წესთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა შევიდეს სერიოზული განახლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხვალინდელი კონფერენციის დანიშვნა და ამ კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრების დანიშვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მიაწერა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ. ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კლანის ინტერესების გამყარებას სასამართლოს მართვის სისტემაში. შესაბამისად, იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და მეტიც, აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს, საფრთხეს შეუქმნის მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის შესაბამისი დახმარების გადაცემას. სწორედ სასმართლო რეფორმაში მიღწეული პროგრესი გახდა შესაბამისი დახმარების გაცემის წინაპირობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.