სალომე სამადაშვილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციაზე - ამ ადამიანების მსხვერპლი არ უნდა იყოს დაკარგული, ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს ვითარება, რათა გავიხსენოთ, რატომ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს
სალომე სამადაშვილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციაზე - ამ ადამიანების მსხვერპლი არ უნდა იყოს დაკარგული, ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს ვითარება, რათა გავიხსენოთ, რატომ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს

არ მახსენდება მსგავსი უსამართლობა და უკანონობა რიგითი, პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის შენობასთან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერ აქციაში იღებს მონაწილეობას.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური მოტივაცია და სარჩული აქვს.

„არ მახსენდება მსგავსი უსამართლობა, მსგავსი უკანონობა რიგითი, პატიოსანი ადამიანების წინააღმდეგ. უკვე მერამდენე დღეა, ვუსმენთ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ამ საქმის მოწმეებს და ვერ დავადგინეთ, რა არის დანაშაულის შემადგენლობა, რომელსაც აბრალებენ ამ ორ ექსპერტს, რომელიც ჩააგდეს დილეგში.

გვესმის, რომ პოლიტიკური მოტივაცია და სარჩული აქვს ამ საქმეს, რადგან რეალურად სურთ, რომ მივიდნენ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან. ჩვენ ახლა ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, ამ ადამიანების მსხვერპლი არ უნდა იყოს დაკარგული. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს ვითარება, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რატომ უნდა დავასრულოთ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს არჩევნების გზით“, – აცხადებს სამადაშვილი.