სალომე სამადაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებ
სალომე სამადაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებ

თავად ირაკლი ოქრუაშვილი მის დაკავებას სწორედ „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირებს. ჩვენც საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მთავარი მოტივაცია დღეს სწორედ ეს არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოქრუაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის ფლობს ინფორმაციას, რომელიც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით პროცესის ისე წარმართვას, როგორც ეს ხელისუფლებამ დაგეგმა.

„ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. ამიტომ დიახ, მის დაკავებას მეც იმ პროცესებს ვუკავშირებ, რაც დღეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარეობს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.