სალომე სამადაშვილი - ირაკლი ბათიაშვილის საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სტრასბურგში იცავს არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარ ინტერესებს
სალომე სამადაშვილი - ირაკლი ბათიაშვილის საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სტრასბურგში იცავს არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარ ინტერესებს

ირაკლი ბათიაშვილის საქმის დეტალები არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სტრასბურგში იცავს არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარ ინტერესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

„არ ვიცი ამ საქმის დეტალები, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში, ბათიაშვილის საქმე იქნება ეს თუ სხვა, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, დღევანდელი ხელისუფლება არ იცავს სახელმწიფოს პოზიციებს. ამ შემთხვევაში, ის იცავს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს. შესაბამისად, რამდენადაც დღევანდელი მმართველი გუნდის ინტერესში იყო სწორედ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, არ ვიცი, ჩვენს სახელმწიფო ინტერესს რამდენად ადეკვატურად იცავდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო. ამ საქმის სხვა დეტალები არ ვიცი. ეჭვი მეპარება, რომ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიმართ არ დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი, სახელმწიფოს ადეკვატური წარმომადგენლობა ჰქონდა ამ შესაბამის სამართლებრივ ფორუმზე,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.