სალომე სამადაშვილი - იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს
იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
სამადაშვილი აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის გეგმა უკვე არის გაწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაში.
„დეპოლარიზაციის გეგმა გაწერილია უკვე მიშელის შეთანხმებაში, რომლის შესრულებაც პირველი მოთხოვნაა ევროკავშირის პირობებს შორის. არ მომისმენია, რომ ოცნება აპირებს ამ შეთანხმების აღდგენას.
12 კომიტეტის შექმნა, მათ შორის ცენზურის, ე.წ. პოლარიზაციის მინოტორინგის კომიტეტის სახით, არაა ევროკავშირის მოთხოვნა.
ამ სისულელეში, იმედია, ოპოზიცია არ აპირებს შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს“, – წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.