სალომე სამადაშვილი – გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო
გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელეტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენ გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.