სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია შეაფასებს, რამდენად სრულდება ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს, როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია შეაფასებს, რამდენად სრულდება ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს, როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს მთავარი საკითხები სასამართლო რეფორმა და არჩევნები იქნება – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს.

მათი თქმით, ასამბლეის წევრებთან ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება.

ოპოზიცია აპირებს გამოუძიებელ საქმეებზე ისაუბროს. საპარლამენტო უმცირესობა ასევე შეხვედრის დროს ყურადღებას მასმედიასთან დაკავშირებით გაამახვილებს.
„ევროსაბჭოს მონიტორინგის მისია შეაფასებს, რამდენად სრულდება ქვეყანაში ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აღებული აქვს, როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს. ჩვენ ვისაუბრებთ მთელ რიგ პრობლემებზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა, ასევე საკონტიტუციო ცვლილებებზე.

ვისაუბრებთ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ, მათ შორის იმ უკანასკნელ შემთხვევაზე, როდესაც ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრი დააპატიმრეს და ვისაუბრებთ გამოუძიებელ საქმეებზე, მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საკითხზე.

მე პირადად ვაპირებ, რომ ვისაუბრო იმაზე, რომ სამწუხაროდ პარლამენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, როგორც საკანონმდებლო, ასევ თქვათ ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და საუბარი გვექნება ზოგადად დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ვისაუბრებთ ასევე მასმედიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.