სალომე სამადაშვილი - დროა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს
სალომე სამადაშვილი - დროა, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ინიციატივის ფარგლებში.

ამის შესახებ სამადაშვილმა ევროპარლამენტის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუციის დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, საქართველომ განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ინიციატივის ფარგლებში. თუმცა, ამავე დროს ვფიქრობ, დროა, საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ალბათ იქნება სწორედ მსგავსი განცხადების გაკეთება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუციაში ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.