სალომე სამადაშვილი - დღეს საზოგადოებაში ძალიან გვჭირდება გამაერთიანებელი, მაღალი მორალური ავტორიტეტის ადამიანები, ვფიქრობ, ბუბა კიკაბიძე არის სწორედ ასეთი
სალომე სამადაშვილი - დღეს საზოგადოებაში ძალიან გვჭირდება გამაერთიანებელი, მაღალი მორალური ავტორიტეტის ადამიანები, ვფიქრობ, ბუბა კიკაბიძე არის სწორედ ასეთი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაორდინარული გადაწყვეტილებაა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწვეტილება იმით არის გამოწვეული, რომ საზოგადოებას დღეს მაღალი მორალური ავტორიტეტის მქონე ადამიანები სჭირდება.

„ბუბა კიკაბიძე არის არაორდინალური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან გვჭირდება გამაერთიანებელი, მაღალი მორალური ავტორიტეტის ადამიანები და ვფიქრობ, ბუბა კიკაბიძე არის სწორედ ასეთი ყველასთვის. ამავე დროს, ის არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ძალიან უკომპრომისო პოზიციით რუსეთთან მიმართებით და ვფიქრობ, იმ პოლიტიკური ძალის სიმბოლურად სათავეზე ყოფნა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დაამარცხებს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს ჩვენს ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ჩვენ გვსურს ერთსულოვნება, საზოგადოების გაერთიანება ჩვენი საერთო ამოცანების გარშემო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.