სალომე სამადაშვილი - დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, უთხრეს, იცით, რაც უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობაო, დღეს სახლებში შეუვარდნენ ფონდების დამფუძნებლებს, ანუ რეპრესიები გააგრძელეს
დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, უთხრეს, იცით, რაც უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობაო. დღეს სახლებში შეუვარდნენ ფონდების დამფუძნებლებს, ანუ რეპრესიები გააგრძელეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვლადიმერ პუტინის საოკუპაციო რეჟიმია.
„დააკვირდით მოვლენების განვითარებას. დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, უთხრეს, იცით, რაც უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობაო. დღეს სახლებში შეუვარდნენ ფონდების დამფუძნებლებს, ანუ რეპრესიები გააგრძელეს.
ეს არაა შეცდომა, ეს არის ინსტრუქციის შესრულება. რუსებს არ სჭირდებათ დასავლეთთან ბიძინას რეჟიმის ურთიერთობების გაუმჯობესება. რუსეთს სჭირდება საქართველოს სრული იზოლაცია დასავლეთისგან და ასევე სრული ავტოკრატია ქვეყნის შიგნით. ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, რომ პუტინის საოკუპაციო რეჟიმია „ქართული ოცნება“, მათთვის განმარტება“, – წერს სამადაშვილი.