სალომე სამადაშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვიდრე ქვეყანაში რჩება პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუას სახით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ
სალომე სამადაშვილი - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვიდრე ქვეყანაში რჩება პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუას სახით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვიდრე ქვეყანაში რჩება პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუას სახით, არ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ პოლიტიკური გარემოს იმ ნორმალიზაციაზე, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არის კონცენტრირებული გიორგი რურუას წარსულის შავ პიარზე და მრავალი ათეული წლის წინანდელ საქმეებზე საუბრობს, ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, გიორგი რურუა არის დღეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული.

„18 ნოემბერს ის დააკავეს გაყალბებული ბრალდებით და ხელისუფლებას არანაირი საბუთი არ აქვს, რომელიც დაამტკიცებს, რომ ასე არ არის. ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ვიდრე ქვეყანაში რჩება პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუას სახით, არ გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ პოლიტიკური გარემოს იმ ნორმალიზაციაზე, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს საკითხი ძალიან კარგად იციან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილია, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული კონსტიტუცია, ეს კონსენსუსი ვერ შედგება, ვიდრე ჩვენ არ შევთანხმდებით, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სხვა თამაშის წესები. გიორგი რურუას საქმე ერთი ადამიანის საკითხს სცდება და ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შინაარსს. 8 მარტის შეთანხმება არის შეთანხმება პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა შევუქმნათ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.