სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა
სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა

ჩვენი ამოცანა არის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა ქვეყანაში. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, ჩვენს ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ექნება და საქართველო აღმოჩნდება ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ივანიშვილს საკუთარი ქვეყანა არ უნდა დაუთმოს.

„იმედი მაქვს, რომ დღეს ბევრი მოქალაქე მოვა ამის სათქმელად და გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრების მხრიდან, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ მთავარ ამოცანას, რაც არის ივანიშვილის მმართველობისგან ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება, დეოლიგარქიზაცია. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, სწორედ დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, ორივე ამოცანა განხორციელდება ეროვნული თანხმობის მინისტრთა კაბინეტის დასახელებით და მხარდაჭერით ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.