„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრთან, ელენე ხოშტარიასთან, „ლელო საქართვლოსთვის“ წარმომადგენელ ანა ნაცვლიშვილთან და ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელ ანა რეხვიაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ისინი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად არიან გადაღებული.
სამადაშვილი წერს, რომ ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც საერთო თავისუფლებას იცავენ.
„ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის ამოცანა პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნის დასრულება და თავისუფალი არჩევანის უფლების დაცვაა. მათ შორის ისეთის, რომელიც სხვას არ მოეწონება. არც ოქრუაშვილის ცხოვრების ოდისეაა ჩემთვის მისაღები, არც ხაზარაძის პოლიტიკური მომავლის მჯერა დიდად. მისი წარსული გადაწყვეტილებებიც ბევრი არ მომწონს, მაგრამ დღეს ორივე შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მათი დაცვით, ჩვენს საერთო თავისუფლებას ვიცავთ. ერთად, ერთის წინააღმდეგ“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.