სალომე სამადაშვილი - ჩემი ინფორმაციით, რუსეთმა უკვე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ხაზებით ზეწოლა 
სალომე სამადაშვილი - ჩემი ინფორმაციით, რუსეთმა უკვე დაიწყო საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ხაზებით ზეწოლა 

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული შესაბამისი გზავნილი რუსეთისგან,  რომელმაც უკვე დაიწყო გარკვეული ხაზებით ზეწოლა ხელისუფლებაზე ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, აქ არ არის საჭირო არანაირი გადაბრალება, არანაირი თითის გაშვერა ერთმანეთზე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ დააფიქსიროს ნათლად – კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წვერი სახელმწიფო და ამ ჩანაწერის გაკეთებას არავინ აპირებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ რეზოლუცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. მიმაჩნია, რომ ამ რეზოლუციის განხილვა იქნება მათ შორის დამტკიცება და ყველაზე სწორი პასუხი ხელისუფლების მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ნეიტრალიტეტის საკითხს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი