სალომე სამადაშვილი - ბრიუსელში გაგვიზიარეს სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი ხდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში გაუზიარეს სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ.
„ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე გაგვიზიარეს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ. ჩვენც დავეთანხმეთ, რომ აჯობებდა. სტრასბურგში იგივე ხალხს ხვალ ვეტყვით, რომ ეს სამწუხაროდ შეუძლებელი ხდება“, – წერს „ფეისბუქში“ სალომე სამადაშვილი.