სალომე სამადაშვილი – ბრიუსელში გაგვიზიარეს სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი ხდება

14:33, 11.02.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიუსელში გაუზიარეს სურვილი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ.

„​ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე გაგვიზიარეს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის წევრები ციხეში არ იხილონ. ჩვენც დავეთანხმეთ, რომ აჯობებდა. სტრასბურგში იგივე ხალხს ხვალ ვეტყვით, რომ ეს სამწუხაროდ შეუძლებელი ხდება“, – წერს „ფეისბუქში“ სალომე სამადაშვილი.

მსგავსი