სალომე სამადაშვილი - ბევრ ადამიანს იმედი ჰქონდა, რომ უცხოეთიდან პირველ ივლისს ჩამოვიდოდა, მაგრამ ახლა ესეც შეუძლებელი გახდა
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რეალურად, სიბნელეში აცეცებს ხელს დღევანდელი ხელისუფლება.
რაც შეეხება პანდემიასა და პანდემიასთან დაკავშირებით ეკონომიკური პროცესების მართვას, ჩვენი უამრავი თანამოქალაქე არის დარჩენილი სხვადასხვა ქვეყნებში და ვერ ბრუნდება სამშობლოში. მათ არანაირ დახმარებას არ სთავაზობს სახელმწიფო. ბევრ ადამიანს იმედი ჰქონდა, რომ პირველ ივლისს ჩამოვიდოდა, მაგრამ ახლა ესეც შეუძლებელი გახდა. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მათთვის არავითარი შეთავაზება არ არის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.