სალომე სამადაშვილი - არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალი სურს, წარსულთან კოალიციას არ უნდა განიხილავდეს
სალომე სამადაშვილი - არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალი სურს, წარსულთან კოალიციას არ უნდა განიხილავდეს

არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალი სურს, არ უნდა განიხილავდეს წარსულთან კოალიციას. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის წარსულია ისევე, როგორც „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთო არ ექნება ძალასთან, რომელმაც ქართველი ხალხი გააღატაკა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს არაფერი საერთო არ ექნება რუსეთიდან ხელდასმულ პოლიტიკურ ძალასთან და რუს ოლიგარქთან, როგორც არის ივანიშვილი. ასევე საერთო არ ექნება იმ ძალასთან, რომელმაც ქართველი ხალხი გააღატაკა და, რომელმაც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ჩიხში შეიყვანა, რადგან თვისობრივი, ღირებულებრივი განსხვავებებია ჩვენს შორის.

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილია და ძალიან კარგია, რომ ჩვენთან არ განიხილავს არანაირი კოალიციის შექმნას, რადგან ეს აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის „ქართული ოცნების” მთავარი ალტერნატივა და ეს კარგად იცის ივანიშვილმა“, – განცხადა დეპუტატმა.

დატოვე კომენტარი