სალომე სამადაშვილი - არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შესვლას გეგმავს, ვფიქრობ, გადაწყვეტილება ამ საკითხს არ უკავშირდება
სალომე სამადაშვილი - არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შესვლას გეგმავს, ვფიქრობ, გადაწყვეტილება ამ საკითხს არ უკავშირდება

ადამიანებს აქვს თავისუფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისა და ცხოვრების მიმართულება. წარმატებას ვუსურვებ ბატონ ვაშაძეს, ყველა მის საქმიანობაში როგორც არ უნდა გააგრძელოს ის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ დანაკლისი იქნება.

„ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პარტიის საქმიანობაში გასული ოთხი წლის განმავლობაში. ის შემოუერთდა ძალიან რთულ დროს, 2016 წელს, შემდეგ იყო ძალიან წარმატებული კანდიდატი, ყველა არჩევით პოსტზე, სადაც კენჭი იყარა და ის ვფიქრობ, დანაკლისი იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“. თუმცა ადამიანებს აქვს თავისუფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისა და ცხოვრების მიმართულება. მე წარნატებას ვუსურვებ ბატონ ვაშაძეს, ყველა მის საქმიანობაში როგორც არ უნდა გააგრძელოს ის“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, „ფიქრობთ თუ არა, რომ გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შევა“, სამადაშვილმა განაცხადა,რომ ამისი ფიქრის საფუძველი არ აქვს, რადგან ვაშაძემ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა.

„არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, ბატონი ვაშაძე გეგმავს პარლამენტში შესვლას, მან ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა, რომ არ გეგმავს პარლამენტში შესვლას. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება.

მე არ ვაპირებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, მაგრამ ამავე დროს, ცხადია, რომ ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ პოლოტიკურ პარტიას მათ შორის „ნაციონლაურ მოძრაობასაც“ მოუწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე მოქმედების, რადგან პარლამენტის ბოიკოტი არ არის გრძელვადიანი მოქმედების სტრატეგია, ეს სტრატეგია პარტიების შესაბამისად უნდა შეიმუშავო. ვფიქრობ, ყველა პარტიას საქართველოში, ამ არჩევნების შემდეგ აქვს ის გამოწვევა, რომ უნდა იმსჯელოს სამომავლო გეგმებზე, ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალურო მოძრაობოს“ წინაშე მდგარი გამოწვევა, ყველა პარტიას სჭირდება მსჯელობა სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, თუ რით დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიმდინარობს. მინდა, დავადასტურო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. გრიგოლ ვაშაძის წასვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოპლაპარაკებების პროცესში მონაწლეობას არ მივიღებთ და ზოგადად, ამ პროცესების შედეგად ვფქრობ, პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში საჭიროებს მოქმედ სტრატეგიას, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.

მე არ მგონია, რომ სწორი იქნება ვინმეს მხრიდან, ჩემი ან სხვა რომელიმე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლის მხრიდან, რომ ისაუბროს გრიგოლ ვაშაძის სახელით. უკეთესია მან თავად გააკეთოს განმარტება, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე სხვა პარტიის წევრი დღეს განიხილავს პარტიის დატოვების შესაძებლობას, ეს არის ბატონი ვაშაძის მიერ მიღბული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება გვარამიასა და ნიკა მელიას შორის პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით“, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევას საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი სჭირდება და ჯერჯერობით „კანდიდატები არ არსებობენ“.

„არ მგონია, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი ასე სწრაფად მოხდეს, რადგან იცით, რომ მას ჭირდება ყრილობის მოწვევა, საკმაოდ გრძელი პროცედურაა. მე არ მსმენია რამე მსგავსის შესახებ, მგონი, რომ ეს დღეს არის უსაფუძვლო რაღაც ჭრები, რადგან არ შეილება არსებობდეს რაიმე მსგავსი ინფორმაცია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დღეს შევიტყვეთ პარტიის თავმდჯომარის გადაწყვეტილების შესახებ, რომ პარტია დატოვა, ამიტომ ამას ყველაფერს დასჭირდება დრო, დასჭირდება პარტიის შესაბამისი სტრუქტურების შეკრება, დასჭირდება შესაბამისი მჯდელობა. არ მგონია, რომ ეს იყოს გადაწყვეტილებები, რომელსაც სწრაფად მიიღებს პარტია დღეს ან ხვალ. მე მეტ შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან დღეს არანაირი კანდიდატები არ არსებობენ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.