სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას
სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია არის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

„მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით, ჩემი შეფასება ნათელია. რაც შეეხება 14 ოქტომბრის აქციას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, აქცია ჩაატაროს და ამას მნიშვნელოვნად თვლიან.

დარწმუნებული ვარ, აქციას დაესწრება ბევრი ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები სურს, მათ შორის, პოლიტიკური დევნის დასრულება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.