სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო და წინაპირობაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო და წინაპირობაა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, იმ ვითარებაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა ვალდებულებები და მიშელის შეთანხმება ჩაშალა, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები დავამტკიცეთ – ეს იყო მიშელის შეთანხმების ნაწილი. ამ შეთანხმების ჩაშლამ „ქართული ოცნების“ მხრიდან, იმან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა ვალდებულებები, რომელიც აიღო, მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ შეცდომის გამოსწორება უწევს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი თვეებია, უმტკიცებს საზოგადოებას, რომ მიშელის შეთანხმების ჩაშლამ არანაირი ზეგავლენა არ მოახდინა კანდიდატის სტატუსის ჩავარდნაზე.

„დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ სწორედ ამ შეთანხმების პუნქტების შესრულება არის მათ შორის, წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და ეს ცვლილება დამტკიცდა დღეს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.