სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევაში დამნაშავეები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად დაისჯებიან
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევაში დამნაშავეები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად დაისჯებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, 20 ივნისის აქციის დარბევაში დამნაშავე ადამიანები დღემდე დაუსჯელები არიან.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, გუშინ გამოქვეყნდა უმძიმესი ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული, სადაც პირდაპირ და ნათლად არის აღწერილი ყველა ის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 20 ივნისის ღამეს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქმე არის აღძრული მსხვერპლის მხრიდან, ასევე სტრასბურგის სასამართლოში და რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების პირობებში არ გვაქვს არანაირი იმედი, რომ იქნება გამოძიება ან მიიღებს შესაბამის ზომებს ხელისუფლება იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც პასუხისმგებელია ამაზე.დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გამოძიებული იქნება შემდეგი ხელისუფლების მიერ და საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება ოქტომბრის არჩევნებზე. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.